შპს „ბოქსეტ ჯორჯია“
(როგორც „ექპედიტორი“)
და
მომხმარებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი
(როგორც „შემკვეთი“)
__________________________________________________________________________
ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის ხელშეკრულება
(„სტანდარტული პირობები“)
__________________________________________________________________________
სტანდარტული პირობების ბოლო განახლება:15 ოქტომბერი 2025 წელი
წინამდებარე ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვისა და ექსპედიციის ხელშეკრულება („სტანდარტული პირობები“/„ხელშეკრულება“) დადებულია და მოქმედებს შემდეგ მხარეებს შორის:
ერთი მხრივ, შპს „ბოქსეტ ჯორჯია“ (კომერციული დასახელება „Boxette”), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და მოქმედი შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო ნომრით: 405374973, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, ანა ანტონოვსკაიას ქუჩა N 9ბ, ბინა N63; ვებ-გვერდი: www.boxette.ge („ექსპედიტორიკომპანია“),
და
მეორე მხრივ, მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ექსპედიტორი კომპანიის გადაზიდვის მომსახურებით და რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას საბაჟო დოკუმენტაციაში და ექსპედიტორი კომპანიის მონაცემთა ბაზაში („შემკვეთი“),
(ექსპედიტორი კომპანია და შემკვეთი ცალ-ცალკე მოიხსენება როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად როგორც „მხარეები“)
მხარეები ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
ტერმინების განმარტება
| „აკრძალული ტვირთი“ | განიმარტება ხელშეკრულების მე-13 მუხლის შესაბამისად; |
| „ამანათი“/„საამანათე გაგზავნილი“ | განიმარტება ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად; |
| „ანგარიშსწორების ვადა“ | განიმარტება ხელშეკრულების 3.6 პუნქტის შესაბამისად; |
| „აშშ“ | გულისხმობს ამერიკის შეერთებულ შტატებს; |
| „ექსპედიტორი კომპანია“ | განიმარტება ხელშეკრულების I პუნქტის შესაბამისად; |
| „ვებ-გვერდი“ | გულისხმობს www.boxette.ge; |
| „მხარე“ | ექსპედიტორი კომპანია ან შემკვეთი კონტექსტის შესაბამისად; |
| „მხარეები“ | ექსპედიტორი კომპანია და შემკვეთი ერთობლივად; |
| „შემკვეთი“ | განიმარტება ხელშეკრულების II პუნქტის შესაბამისად; |
| „ხელშეკრულება“ | გულისხმობს წინამდებარე ხელშეკრულებას/სტანდარტულ პირობებს, მათში დროდადრო განხორციელებული ცვლილებებით და დანართებით, მათ შორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განახლებებით. |
ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ექსპედიტორი კომპანიის საწყობებიდან, რომლებიც მდებარეობს:
აშშ-ში: – State Delaware New Castle 92 Quigley blvd;
თურქეთის რესპუბლიკაში: - Trabzon Ortahisar Pelitli Mahallesi Şelale Sokak No: 35A;
საბერძნეთის რესპუბლიკაში: Athens Omonia / Attiki Zinonos 5;
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში:
(სახმელეთო ტრანსპორტირებისთვის) 广东省深圳市龙岗区坂田街道新利物业佳联达7号仓//BOX-909;
(ავია ტრანსპორტირებისთვის) 广东省深圳市福永街道宝安区深圳市宝安区福永街道兴华路福兴达物流园C栋C406,起点国际7号仓库;
საქართველოში: - თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N4.; ქეთევან დედოფლის გამზირი N71; ილია ვეკუას N5;
ბათუმი - დემეტრე თავდადებულის N10;
შემკვეთის მიერ გაგზავნილი და ექსპედიტორი კომპანიის მიერ მიღებული ტვირთის („ამანათი“/„საამანათე გზავნილი“) საქართველოში/საქართველოდან (კონტექსტის შესაბამისად) საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევა, რომელსაც ექსპედიტორი კომპანია უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.
შემკვეთის მიერ მომხმარებლის რეგისტრაცია ექსპედიტორი კომპანიისვებ-გვერდზე უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე www.boxette.ge. ექსპედიტორი კომპანიისვებ-გვერდზე რეგისტრაცია და მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ შემკვეთი სათანადოდ და გულისხმიერად გაეცნო და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ, განუხრელად დაეთანხმა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს.
ტრანსპორტირების ღირებულება და გადახდა
ტრანსპორტირების ღირებულება საამანათე გზავნილზე შეადგენს 8.95 (რვა აშშ დოლარი და ოთხმოცდათხუთმეტი ცენტი) აშშ დოლარს ყოველ 1 კილოგრამზე. ექსპედიტორი კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ტრანსპორტირების ღირებულება, რის თაობაზეც ინფორმაცია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე სახელმწიფო ენაზე. ვებ-გვერდზე ინფორმაციის განახლება ავტომატურად წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისი პირობის განახლებას.
ტრანსპორტირების ჯამური ღირებულების მიახლოებითი ოდენობა შესაძლებელია დაანგარიშდეს ვებ-გვერდზე განთავსებული კალკულატორის მეშვეობით.
აშშ დოლარის (ისევე, როგორც სხვა უცხოური ვალუტის) გაცვლითი კურსი ლართან მიმართებით იანგარიშება გადახდის თარიღისთვის სს „საქართველოს ბანკის“ მიერ დადგენილი უცხოური ვალუტის გაყიდვის კურსით.
შემკვეთი ვალდებულია ექსპედიტორი კომპანიის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ვადაში გადაიხადოს თანხა რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული საამანათე გზავნილის (ტვირთის) გადაზიდვის შემთხვევაში.
საამანათე გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულების გადახდა ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს მხოლოდ ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს საამანათე გზავნილის მიღების შეფერხებებს.
მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება საამანათე გზავნილის გამოგზავნის მომენტიდან და ნებისმიერ შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია სრულად დაფაროს საამანათე გზავნილის ღირებულება მისი საქართველოს საბაჟო პუნქტში შემოტანის თარიღიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში („ანგარიშსწორების ვადა“).
შემკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადის გადაცილების შემთხვევაში, საამანათე გზავნილს/ტვირთს ყოველდღიურად დაერიცხება შენახვის საკომისიო, რომელიც განისაზღვრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საამანათე გზავნილის ღირებულების (როგორც ეს მითითებულია შესაბამის ინვოისში) ერთ პროცენტს (1%) ან ყოველ კილოგრამზე 1 (ერთი) აშშ დოლარის ოდენობებს შორის უდიდესით.
შემკვეთის ანგარიშზე რაიმე სახის დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ცალკეული საამანათე გზავნილის მიღება არ ხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე. ექსპედიტორი კომპანია არ აგებს პასუხს ასეთ საამანათე გზავნილებზე.
ამანათის ზომა-წონის დაანგარიშება და დამრგვალება
აშშ-დან ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება საამანათე გზავნილის მოცულობითი და რეალური (სასწორის) წონის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთს მოთხოვნილი აქვს „დამატებითი შეფუთვის“ ან „არ გადაფუთვის“ სერვისები, ან/და ამანათის რომელიმე მხარე/ყუთის შესაბამისი გვერდის სიგრძე აღემატება 50 (ორმოცდაათი) სანტიმეტრს, ტრანსპორტირების ღირებულება ავტომატურად დაანგარიშდება მოცულობით და რეალურ (სასწორის) წონებს შორის მაქსიმალურით.
საამანათე გზავნილის მოცულობითი წონა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
სანტიმეტრებში გამოთვლის შემთხვევაში: სიგრძე x სიგანე x სიმაღლე / 6000;
ინჩებში გამოთვლის შემთხვევაში: სიგრძე x სიგანე x სიმაღლე / 366.
საამანათე გზავნილის მინიმალური დაანგარიშებადი წონა არის 100 (ასი) გრამი. წონის დამრგვალება ხდება 10 (ათი) გრამის სიზუსტით. ყუთის შემთხვევაში, ზომის პარამეტრების დაანგარიშებისას, დასაშვებია 5 (ხუთი) მილიმეტრიანი ცდომილება თითოეულ გვერდზე.
საქართველოდან საზღვარგარეთ ამანათების/ტვირთის გაგზავნის შემთხვევაში, ტრანსპორტირების თანხა გამოითვლება ფიზიკურ დ მოცულობით წონას შორის უდიდესით. აღნიშნულ შემთხვევაში, მოცულობითი წონის გამოთვლა ხდება შემდეგი ფორმულით:
სანტიმეტრებში გამოთვლის შემთხვევაში: სიგრძე x სიგანე x სიმაღლე / 6000;
ინჩებში გამოთვლის შემთხვევაში: სიგრძე x სიგანე x სიმაღლე / 366.
საქართველოდან აშშ-ში გასაგზავნი საამანათე გზავნილის მინიმალური დაანგარიშებადი წონა არის არის 250 გრამი. ევროკავშირსა და მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში, მინიმალური წონა არ არის განსაზღვრული. წონის დამრგვალება ხდება 10 (ათი) გრამის სიზუსტით. ყუთის შემთხვევაში, ზომის პარამეტრების დაანგარიშებისას, დასაშვებია 5 (ხუთი) მილიმეტრიანი ცდომილება თითოეულ გვერდზე.
ამანათების ზომაში შემცირების სერვისი (გადაფუთვა)
შემკვეთი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი გვერდის მეშვეობით საამანათე გზავნილის გადაფუთვის სერვისით შესაბამისი მომსახურების გააქტიურების გზით.
ექსპედიტორი კომპანია უფლებამოსილია, იმ შემთხვევაში თუ შემკვეთს არ აქვს 5.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურება გააქტიურებული, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საამანათე გზავნილის გადაფუთვის თაობაზე.
შემკვეთი უფლებამოსილია 5.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საამანათე გზავნილი არ არის მტვრევადი და არ დგება მისი დაზიანების რისკი ტრანსპორტირებისას. ნებისმიერ შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას გადაფუთვის თაობაზე იღებს ექსპედიტორი კომპანია საკუთარი შეხედულებისამებრ.
საამანათე გზავნილის გადაფუთვის მომსახურება არის უფასო.
შემკვეთის მიერ საამანათე ტვირთვის დეკლარირების ვალდებულება და განბაჟება
შემკვეთი ვალდებულია ვებ–გვერდზე განახორციელოს ნებისმიერი საამანათე გზავნილის დეკლარირება (ნივთის გამომგზავნის, ნივთის დასახელების და ფასის მითითება). საამანათე გზავნილის დეკლარირებისას, შემკვეთმა ვებ-გვერდზე უნდა ატვირთოს გამყიდველი ორგანიზაციისგან მიღებული შესყიდვის საბუთი (ინვოისი).
დეკლარირებისას მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შემკვეთს.
შემკვეთი ვალდებულია საამანათე გზავნილი დაადეკლარიროს საამანათე გზავნილის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში.
საამანათე გზავნილის დეკლარირების ვადაგადაცილების შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს დამატებითი გადასახადი, თითოეულ საამანათე გზავნილთან მიმართებითყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის გადახდა, არ ათავისუფლებს შემკვეთს ტრანსპორტირების ღირებულებისა და ექსპედიტორი კომპანიის მიმართ არსებული სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებისაგან.
თუ შემკვეთისაამანათე გზავნილის საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში არ მოახდენს მის დეკლარირებას, საამანათე გზავნილი გადაეცემა სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან მოხდება საამანათე გზავნილის განკარგვა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და შემკვეთს არ აქვს არავითარი უფლება ექსპედიტორ კომპანიას წაუყენოს რაიმე მოთხოვნა/პრეტენზია და/ან ექსპედიტორი კომპანიისაგან მოითხოვოს საამანათე გზავნილის მისთვის გადაცემა. ნებისმიერ შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია სრულად გადაიხადოს საამანათე გზავნილის ტრანსპორტირების ღირებულება.
არასწორად დეკლარირებისას, სახელმწიფოს მიერ მომხმარებლისთვის/შემკვეთისთვის საჯარიმო სანქციის დაკისრების შემთხვევაში, მომხმარებელს/შემკვეთს დაეკისრება დამატებით საბაჟო მომსახურების ღირებულება, რომელიც განისაზღვრება ყოველ ამანათზე 50 (ორმოცდაათი) ლარით.
დამატებითი გადასახდელები დაანგარიშდება და გადაიხდება სატრანსპორტო ღირებულებასთან ერთად. ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში საამანათე გზავნილიშემკვეთზე არ გაიცემა.
ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია შემკვეთი. შემკვეთი უფლებამოსილია ვებ-გვერდის მეშვეობით მოითხოვოს დეკლარირების დისტანციურად განხორციელება, სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საამანათე გზავნილ(ებ)ზე. ამ შემთხვევაში, საქართველოში ჩამოსულ საამანათე გზავნილებზე ექსპედიტორი კომპანია შემკვეთის დეკლარაციის მიხედვით ადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბაჟო დეკლარაციას. დისტანციური დეკლარირების მომსახურების საფასური თითო დეკლარაციაზე განისაზღვრება 5.5 ( ხუთი დოლარი და ორმოცდა ათი ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში (დაანგარიშება ხდება ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შესაბამისად) და მისი გადახდა ხდება შემკვეთის მიერ წინასწარ, განბაჟების პროცედურების დაწყებამდე.
შემკვეთის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საამანათე გზავნილ(ებ)ზე დეკლარირების დისტანციურად განხორციელების მოთხოვნის შემთხვევაში, ექსპედიტორი ვალდებულია შემკვეთს წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბაჟო დეკლარირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის და რეგულაციებისთაობაზე.
ერთი რეისისა და ინტერნეტმაღაზიის ქვეშ გაერთიანებული გზავნილების დეკლარირება ხდება ერთიანად და შემკვეთი იხდის ერთ ტარიფს.
მზა საბაჟო დეკლარაცია შემკვეთს გადაეცემა კუთვნილ საამანათე გზავნილთან ერთად. ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის დაბეჭდვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოში ლიცენზირებულ ნებისმიერ კომერციულ ბანკში. აღნიშნული წესი არ მოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.
საამანათე გზავნილის განბაჟება და სხვა საბაჟო პროცედურები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაჟო სამსახურების მიერ ამანათის გაჩერების ან/და შემკვეთის მიერ ინფორმაციის წარუდგენლობის ან სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამანათის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის, შემკვეთისთვის სანქციების დაკისრების შემთხვევაში შემკვეთი ვერ წარუდგენს პრეტენზიას ექსპედიტორკომპანიას, მაშინ როდესაც მას მას ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია ექსპედიტორი კომპანიისაგან 6.9 პუნქტით გათვალისწინებული წესით კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების და დაწესებული სანქცების შესახებ. შემკვეთი ვალდებულია განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებობით დადგენილი რეგულაციები და მოთხოვნები. ყოველგვარი ორაზროვანი განმარტების გამორიცხვის მიზნით, მხარეები ადგენენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანო დააკისრებს საჯარიმო სანქციას ექსპედიტორკომპანიას, შემკვეთის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), ექსპედიტორი კომპანია უფლებამოსილია, ხოლო შემკვეთი აცხადებს თანხმობას, რომ აღნიშნული ჯარიმის გადახდა სრულად დაეკისროს შემკვეთს, ,ხოლო იმ შემთხვევაში თუ დაკისრებული საჯარიმო სანქცია ანდა შემკვეთისთვის დაკისრებული დამატებითი გადასახადი გამოწვეულია ექსპედიტორის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილოებლობით არასწორი ან არაზუსტი დეკლარაციის წარდგენით, შემკვეთი თავისუფლდება ამგვარი საჯარიმო სანქციის ანდა დამატებითი გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან და მისი ანაზღაურება ეკისრება ექსპედიტორს.
ამანათები, რომელთა იდენტიფიცირებას (მომხმარებლის პირადი გვერდის ნომრის ან თრექინგ ნომრის ან სახელის ან გვარის გარეშე) საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას ვერ მოახდენს ექსპედიტორი კომპანია, დაექვემდებარება სახელმწიფოსათვის გადაცემას, თანახმად საბაჟო კანონმდებლობისა. არაიდენტიფიცირებად ამანათებზე პრეტენზიები არ მიიღება და პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ექსპედიტორ კომპანიას. ამასთანავე, ტრანსპორტირების თანხის გადახდაზე ექსპედიტორი კომპანიის მოთხოვნის უფლება ანულირებულად ჩაითვლება. მაგალითისათვის: თუკი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოვიდა ამანათი, რომელსაც არ გააჩნია ექაუნთის ან თრექინგ ნომერი (თუნდაც იკითხებოდეს შემკვეთის სხვა მონაცემები) ამანათი ჩაითვლება არაიდენტიფიცირებულად და გადაეცემა სახელმწიფოს 3 (სამი) დღის ვადის გასვლის შემდეგ. ხოლო თუკი საბაჟო საზღვარზე შემოსვლიდან მომხმარებელი 3 კალენდარული დღის განმავლობაში დააზუსტებს თრექინგ კოდს და ექაუნთის ნომერს პირად გვერდზე ამანათს მიენიჭება იდენტიფიცირებულის სტატუსი.
საქართველოდან უცხოეთში გაგზავნილი ნივთის განბაჟებაზე პასუხისმგებლობას იღებს ექსპედიტორი კომპანია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შემკვეთის მიერ დეკლარირებული მონაცემები სწორია და არჩეულია გზავნილის ფორმა, რომელიც ითვალისწინებს წინასწარ განბაჟებას.
შემკვეთის ვალდებულები
ხელშეკრულების სხვა მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების და პასუხისმგებლობის გარდა, შემკვეთის დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე მუხლით.
შემკვეთი ვალდებულია რეგისტრაციისას შეავსოს ექსპედიტორი კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის დადგენილი ფორმა. რეგისტრაციის შემდგომ, ვებ–გვერდზე გაიხსნება საკუთარი პირადი გვერდი საიდენტიფიკაციო ნომრით.
შემკვეთი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული, ნებისმიერი, მათ შორის, პირადი და საკონტაქტო მონაცემების, ტვირთის შესახებ ინფორმაციის სიზუსტეზე. ექსპედიტორი კომპანია არ აგებს პასუხს შემკვეთის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციის გამო ზიანის წარმოქმნის შემთხვევაში.
შემკვეთი ვალდებულია საამანათე გზავნილის შესახებ ინფორმაცია შეავსოს (მოახდინოს ამანათის დეკლარირება) მომხმარებლის პირად გვერდზე მითითებული მონაცემების მიხედვით. რეკომენდირებულია, მომხმარებელმა განახორციელოს ნივთის წინასწარი დეკლარირება გამომგზავნის მიერ თრექინგ კოდის მინიჭებისთანავე, რათა მის პირად გვერდზე წინასწარ აისახოს ამანათის საწყობში შესვლის შესახებ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ამანათის იდენტიფიცირებას საწყობში შესვლისთანავე.
შემკვეთს არ აქვს უფლება ექსპედიტორ კომპანიას შეუკვეთოს აკრძალული ტვირთის ჩამოტანა ან გაგზავნა, როგორც საქართველოს, ასევე, იმ ქვეყნების კანონმდებლობით, საიდანაც/სადაც ხორციელდება ტვირთის ტრანსპორტირება. აკრძალული ტვირთის შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებ–გვერდზე. კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობით აკრძალული დამატებითი კატეგორიების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ევალება შემკვეთს.
თუ შემკვეთი, მიუხედავად დაწესებული აკრძალვისა ექსპედიტორი კომპანიის საწყობში მაინც გაგზავნის აკრძალულ ტვირთს, ექსპედიტორ კომპანიას უფლება აქვს არ მიიღოს საწყობში აღნიშნული ტვირთი, ან მიღების შემთხვევაში, უარი უთხრას შემკვეთს გაგზავნაზე. ექსპედიტორი კომპანიის მიერ აკრძალული ტვირთის მიღების ან ტვირთის იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, რომ ტვირთის ექსპორტი ან დანიშნულების ქვეყანაში იმპორტი შეიძლება დაკავშირებული იყოს კანონმდებლობის დარღვევასთან, ექსპედიტორ კომპანიას აქვს უფლება, შეუწყვიტოს მომსახურება შემკვეთს. ამავე დროს, ექსპედიტორი კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას, უკან გადაუგზავნოს აღნიშნული ტვირთი გამომგზავნ კომპანიას ან/და ფიზიკურ პირს. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ექსპედიტორ კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა შემკვეთის მიერ გაწეული ხარჯებისათვის. ასევე, ექსპედიტორ კომპანიას უფლება აქვს დააკისროს შემკვეთს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება.
ექსპედიტორი კომპანიის მოთხოვნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის/საამანათე გზავნილის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. გარდა ამისა, შემკვეთმაექსპედიტორ კომპანიას უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.
საფრთხეშემცველი ან მსხვრევადი ტვირთის არსებობისას, შემკვეთმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი კომპანია ტვირთის ზუსტი სახეობის შესახებ ელ-ფოსტით და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე წინასწარ, ამანათის გამოწერამდე.
ტვირთი, რომლის საფრთხის შემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა კომპანიამ, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.
შემკვეთი ვალდებულია საამანათე გზავნილის მიღებამდე გადაამოწმოს საამანათე გზავნილის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და ექსპედიტორი კომპანია არ აიღებს პასუხისმგებლობას საამანათე გზავნილში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.
შემკვეთი ვალდებულია, დაზიანებული ან უკვე გახსნილი საამანათე გზავნილის მიღების შემთხვევაში, არ ჩაიბაროს საამანათე გზავნილი და საკითხის გარკვევამდე საამანათე გზავნილი ფილიალიდან არ გაიტანოს. ასეთი საამანათე გზავნილის გახსნის ან ფილიალიდან გატანის შემდეგ, ექსპედიტორი კომპანია მოიხსნის პასუხისმგებლობას საამანათე გზავნილის შიგთავსის, ანუ პროდუქციის ხარისხზე, ნაკლზე ან დანაკლისზე, ხოლო შემკვეთი კარგავს უფლებას ექსპედიტორ კომპანიას წაუყენოს რაიმე სახის მოთხოვნდა, პრეტენზია და/ან სარჩელი ან საჩივარი.
ექსპედიტორი კომპანიის პასუხისმგებლობა
ექსპედიტორი კომპანია წინამდებარე ექსპედიცის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიუძღვის ბრალი.
ექსპედიტორ კომპანიას უფლება აქვს უარი თქვას მომსახურების გაწევაზე, თუ ტვირთის მახასიათებლები ან შემკვეთის მიერ მიწოდებული სხვა ინფორმაცია არ არის სრული.
ექსპედიტორი კომპანია არ არის პასუხისმგებელი საამანათე გზავნილის ჩამოსვლის დაგვიანებაზე თუ ეს გამოწვეულია ავიაკომპანიის ფრენის რეისის განრიგის შეცვლის ან/და სხვა მიზეზით გადადების გამო.
ექსპედიტორი კომპანია პასუხს არ აგებს თუ საამანათე გზავნილის დაკავება, კონფისკაცია, დაყადაღება, მოხდება კომპეტენტური ორგანოების ან/და ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურების მიერ საამანათე გზავნილის შემცველობის ან/და შემკვეთის მიერ არასწორად დეკლარირებული დოკუმენტების, განბაჟების საფასურის გადაუხდელობის გამო.
ექსპედიტორი კომპანია არ არის პასუხისმგებელი შემკვეთისთვის მიყენებული ზიანისათვის მაგრამ არ შემოიფარგლება
თუ აღნიშნული გამოწვეულია შემკვეთის მხრიდან არასწორი, არასრული, ან სხვა არასარწმუნო ინფორმაციის მიწოდების შედეგად;
თუსაამანათე გზავნილი არ არისჩაბარებულიაექსპედიტორისმიერდადგენილიპროცედურებისშესაბამისად;
დაუძლეველიძალით/ფორსმაჟორულიგამოწვეულიგარემოებებისდადგომისშემთხვევაში;
თუსაამანათე გზავნილისდაკარგვაანმისიშიგთავსისარარსებობაგამოწვეულიაშემკვეთისბრალითანდაუდევრობით, ანშიგთავსისთვისებებით;
ექსპედიტორი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას საამანათე გზავნილის დაზიანებაზე შემდეგი სახის ამანათების შემთხვევაში: კერძო პირის მიერ გამოგზავნილი, Ebay ან სხვა აუქციონში ნაყიდი პროდუქციის, ჩამოწერილი, შეკეთებული ან ნახმარი/მეორადი პროდუქციის, ამანათები, რომლებიც ექსპედიტორი კომპანიის საწყობში შემოვიდა თრექინგ კოდების გარეშე.
შემკვეთისთვის ზარალის ანაზღაურება არ მოხდება შემდეგი სახის პროდუქციაზე: (მაგ. შუშა, ეკრანი, ჭურჭელი, ფაიფური, ჭაღი, ბრა და ა.შ.), თუ ვიზუალურად საამანთე გზავნილის ყუთი დაზიანებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა და სხვა) და ამავე დროს გარეგნულად საამანათე გზავნილი დაზიანებული არ არის, შემკვეთი ვალდებულია მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპედიტორი კომპანია იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ შემკვეთის საექსპედიტორო მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით და მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა ზომას საკუთარი ინტერესების დასაცავად.
ნებისმიერი ზარალის (იქნება ეს ხელშეკრულებიდან, მარეგულირებელი კანონმდებლობიდან, დავის განმხილველი კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებიდან თუ ნებისმიერი სხვა გარემოებებიდან გამომდინარე), დადასტურების შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხა ლიმიტირებულია საამანათე გზავნილის ღირებულებით, როგორც ეს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია აღნიშნული და არცერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებლის მიერ დეკლარირებისას მითითებულ თანხას.
ზარალის ანაზღაურებისას აუცილებელია შემკვეთმა წარმოადგინოს პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, საფოსტო კომპანიის მიერ მინიჭებულ თრექინგ კოდთან ერთად, ხოლო მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში, შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამონაწერი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი.
საამანათე გზავნილის მიღებისას ექსპედიტორი კომპანიის საწყობებში, არ ხდება ადგილობრივი საფოსტო კომპანიების ან ექსპედიტორი კომპანიის მიერ საამანათე გზავნილების ცალობრივი შემოწმება საამანათე გზავნილის მაიდენტიფიცირებელ ლეიბლზე დატანილი წონის შესაბამისობაზე.
შემკვეთის მიერ ამანათის წონის შესახებ წარმოდგენილი ნებისმიერი საბუთი, რომელიც მომწოდებლის ან საფოსტო კომპანიის მიერ იქნება გამოგზავნილი, არ ჩაითვლება საამანათე გზავნილის ფაქტობრივი წონის დამადასტურებელ დოკუმენტად, რადგან ექსპედიტორის საწყობში საამანათე გზავნილის მიღებამდე, საამანათე გზავნილი გაივლის რამდენიმე განამაწილებელ პუნქტს ხოლო მის მიღებამდე საამანათე გზავნილი არ არის ექსპედიტორი კომპანიის განკარგვის, კონტროლის ან მონიტორინგის ქვეშ.
ექსპედიტორი კომპანია არ არის პასუხისმგებელი ამანათის ექსპედიტორი კომპანიის საწყობში მიღებამდე.
ექსპედიტორი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას შემკვეთი დაუშვებს შეცდომას და მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად.
ამანათის გადაცემა მესამე პირისათვის
საამანათე გზავნილის გაცემა მესამე პირზე შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთიექსპედიტორ კომპანიას წინასწარ მიაწვდის ინფორმაციას საამანათე გზავნილის მესამე პირის მიერ გატანის თაობაზე ან პირადი გვერდის საშუალების დაუგენერირებს მას QR კოდს.
ექსპედიტორი კომპანია უფლებამოსილია მიიჩნიოს, რომ ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს შემკვეთის შესაბამისი QR კოდი, ასეთ კოდს ფლობს მართლზომიერად, შემკვეთის ნების საფუძველზე. შესაბამისად, QR კოდის მეშვეობით გატანილ ამანათებთან დაკავშირებით, შემკვეთს არ აქვს უფლება რაიმე სახის პრეტენზია და/ან მოთხოვნა წაუყენოს ექსპედიტორ კომპანიას. თავის მხრივ, ექსპედიტორი კომპანია იხსნის ყოველგვარ ვალდებულებას გადაამოწმოს და/ან დაადასტუროს QR კოდის ნებისმიერი მესამე პირის მიერ ფლობის მართლზომიერება.
რეისების განრიგი, გადახდის და ამანათის მიღების პერიოდი
ამერიკის სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00
საბერძნეთის სამუშაო საათები: ყოველ დღე 08:00 - 21:00
თურქეთის სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 09:00 - 17:00
ჩინეთის ავია სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 09:00 - 18:30 (პასუხისმგებელი პირი Xiao Xiaomei)
ჩინეთის სახმელეთი სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი 09:30 - 18:00 (პასუხისმგებელი პირი Li Ping).
ექსპედიტორ კომპანიას აქვს არანაკლებ 24 საათისა აშშ-ის საწყობში მიღებული საამანათე გზავნილების დამუშავებისთვის.
საამანათე გზავნილების ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 4-დან (ოთხი) 9 (ცხრა) სამუშაო დღემდე. ექსპედიტორი კომპანია პასუხს არ აგებს მითითებული ვადების დარღვევაზე, რადგან აღნიშნულს აქვს საინფორმაციო ხასიათი.
ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი გამოიგზავნება თბილისში ტვირთის გამოგზავნისას.
აღნიშნული განრიგი არ არის ფიქსირებული და ექსპედიტორი კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული/გართულებული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.), ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე ავია კომპანიებსა და სახმელეთო გადაზიდვებისას.
უკუგზავნილი
ექსპედიტორი კომპანიისვებ-გვერდზე შესაბამისი მომსახურების გააქტიურების გზით შემკვეთი უფლებამოსილია ისარგებლოს აშშ-ს საწყობიდან აშშ-ს ტერიტორიაზესაამანათე გზავნილის უკუგზავნილის (გამომგზავნის მისამართზე უკან დაბრუნება) მომსახურებით. მიუხედავად აღნიშნულისა, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი აღნიშნულ მომსახურებას გააქტიურებს საამანათე გზავნილის ექსპედიტორი კომპანიის საწყობში მისვლამდე. საამანათე გზავნილის ექსპედიტორი კომპანიის საწყობში ფაქტობრივად მისვლის თარიღიდან, უკუგზავნილის განხორციელება არ ხდება.
საამანათე გზავნილის უკან გაგზავნის მომსახურების ღირებულება შეადგენს 7 (შვიდი) აშშ დოლარს და მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შემკვეთიექსპედიტორ კომპანიას გადასცემს დაბრუნების საბუთს ("Shipping Label"). ასეთი საბუთის არ ქონის შემთხვევაში ექსპედიტორი კოპანია თავად შეიძენს დაბრუნების საბუთს ("Shipping Label"), რომლის ღირებულება დაემატება მომსახურების საფასურს და დაანგარიშდება 3.3 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპით და გადაიხდებახელშეკრულების 3.5 პუნქტის შესაბამისად.
ექსპედიტორი კომპანიის საწყობებში საამანათე გზავნილის მიღების პირობები
შემკვეთის საამანათე გზავნილების ტრანსპორტირებაზე ექსპედიტორი კომპანია პასუხისმგებელი ხდება ექსპედიტორი კომპანიის მიერ საამანათე გზავნილის საკუთარ სისტემაში დასკანერების მომენტიდან შემკვეთისთვის გადაცემამდე (ან, საამანათე გზავნილის კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევების დადგომამდე). საამანათე გზავნილი საწყობში ჩაბარებულად ითვლება, თუ მისი ტრეკ კოდი დასკანერდა ექსპედიტორი კომპანიის სისტემაში.
თუ, საამანათე გზავნილს არ აქვს დართული სწორი პარამეტრები შემკვეთის/მაღაზიის მიერ, არ ემთხვევა ან აკლია პირადი გვერდის ნომერი, სახელი და გვარი, შეცდომით არის მოწოდებული თრექინგი (ტრეკ კოდი) - ექსპედიტორი კომპანია პასუხს არ აგებს ასეთი საამანათე გზავნილის დროულად მიწოდებასა და შემკვეთისათვის გადაცემაზე. პროცედურა გახანგრძლივდება გაურკვეველი ვადით პროდუქციის სრულ იდენტიფიკაციამდე ინვოისისა და საამანათე გზავნილის შემადგენლობის საფუძველზე.
ექსპედიტორი კომპანია არ არის პასუხისმგებელი იმ ტვირთზე, რომელიც მიტანილია ექსპედიტორი კომპანიის საწყობში დაზიანებული ან არ შეესაბამება ინვოისს. ასეთ შემთხვევაში, ექსპედიტორ კომპანიას უფლება აქვს არ ჩაიბაროს აღნიშნული ნივთი.
ექსპედიტორი კომპანიის პასუხისმგებლობა არ დგება თუ, ამანათის ტრეკ კოდი არ დასკანერდა ექსპედიტორი კომპანიის სისტემაში.
ექსპედიტორი კომპანია პასუხისმგებელი არ არის ამანათების მიღებაზე, თუკი ამერიკაში ადგილობრივი საფოსტო კომპანიები მიიტანენ საამანათე გზავნილს არასამუშაო საათებში ან დატოვებენ ამანათებს ე.წ. "DOCK"-ზე ხელმოწერის გარეშე. ამგვარ "DOCK"-ზე საწყობის გარეთ დატოვებული საამანათე გზავნილები არ ჩაითვლება ექსპედიტორი კომპანიისმიერ მიღებულად და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება წინამდებარე მომსახურების პირობები, ხოლო ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, ექსპედიტორ კომპანიას არ დაეკისრება ზარალის ანაზღაურება.
შემკვეთი ვალდებულია გამომგზავნთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, უზრუნველყოს ამანათების ექსპედიტორი კომპანიის საწყობებში მიტანა მხოლოდ სამუშაო საათებში.
ექსპედიტორი კომპანიის მისამართზე საამანათე გზავნილი მისულად ითვლება მხოლოდ ის საამანათე გზავნილი, რომელსაც ამერიკის შემთხვევაში, ამერიკული საფოსტო კომპანიის ვებ-გვერდზე, გააჩნია მიტანის “Delivered” სტატუსი და დადასტურებული იქნება შესაბამისი დოკუმენტით.
ექსპედიტოირ კომპანიის საწყობებში საამანათე გზავნილების ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს უფლებამოსილი პირების მიერ, მექანიკურად (მატერიალურად) შესრულებული ხელმოწერა, ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე. ამასთან, ელექტრონულ მოწყობილობის კლავიატურაზე, სიმბოლოების სახით აკრეფილი ხელმოწერა არ ჩაითვლება დამადასტურებლად
ექსპედიტორი კომპანიისსაერთაშორისო გაცვლის ცენტრის უფლებამოსილი პირებს წარმოადგენენ:
აშშ-ს მისამართზე: მამუკაზაქარაია, ალექსანდრე ჭითანავა;
თურქეთის რესპუბლიკის მისამართზე: ალექსანდრედავიდოვი;
საბერძნეთის რესპუბლიკის მისამართზე: ეკა ფიფია;
ჩინეთის მისამართზე:ავია გადაზიდვები- Xiao Xiaomei; სახმელეთო
გადაზიდვებზე: Li Ping
აკრძალული ტვირთი
აკრძალული ტვირთის ჩამონათვალი განთავსებულია ვებ-გვერდზე. ნებისმიერ შემთხვევაში, შემკვეთი ვალდებულია გაეცნოს აკრძალული ნივთების ნუსხას.
შემკვეთის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში ექსპედიტორი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
იმ შემთვევაში თუ შემკვეთი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას ექსპედიტორი კომპანიის მიერ შემკვეთისთვის გადაცემულ მისამართებზე, ექსპედიტორი კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას საამანათე გზავილის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და შეკვეთის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება ექსპედიტრორი კომპანიისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.
პერსონალური მონაცემების დაცვა
შემკვეთი აცხადებს თანხმობას ექსპედიტორი კომპანიის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სახელი და გვარი, მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი ან/და სხვა ინფორმაცია) დამუშავებაზე.
ექსპედიტორი კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტას, რომ არ გამოიყენებს მონაცემებს კანონსაწინააღმდეგოდ. შემკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, ექსპედიტორი კომპანია მიაწვდის მას სრულ და დეტალურ ინფორმაციას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
ექსპედიტორი კომპანია აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ შემკვეთის მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებას მოახდენს მხოლოდ შემდეგი მიზნ(ებ)ით:
შემკვეთთან ურთიერთობისთვის;
შემკვეთის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ექსპედიტორი კომპანიის საქმიანობის განსავითარებლად;
პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიზნით, მათ შორის აქციების, სპეციალური შეთავაზებების, ახალი პროდუქტების და მომსახურების, სარეკლამო მასალის მიწოდების და გაცნობის მიზნით, პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად;
ექსპედიტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებების და ვალდებულებების განხორციელებისთვის;
შემკვეთის საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად.
ექსპედიტორი კომპანიის მიერ პერონალური მონაცემების შეგროვების წყაროს წარმოადგენს:
შემკვეთის მიერ ექსპედიტორი კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია;
ექპედიტორი კომპანიის მომსახურების გამოყენება;
სატელეფონო, ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციისას ანდა ფილილაში ვიზიტისას;
შემკვეთის მიერ ექსპედიტორი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ანგაშსწორებისას.
ექსპედიტორი კომპანია კისრულობს ვალდებულებას არ გადასცეს მესამე პირებს შემკვეთის პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
შემკვეთი გასცემს თანხმობას;
შემკვეთის პერსონალური მონაცემების გადაცემა ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით;
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან შემკვეთმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა.
14.5 პუნქტის მიზნებისთვის, შემკვეთიაცხადებს, რომინფორმირებულიამონაცემთადაცვისსათანადოგარანტიებისარარსებობისადაშესაძლოსაფრთხეებისშესახებიმსახელმწიფოებში, რომლებიცარშედის „პერსონალურმონაცემთადაცვისსათანადოგარანტიებისმქონექვეყნებისნუსხისდამტკიცებისთაობაზე“ პერსონალურმონაცემთადაცვისსამსახურისუფროსის 2024 წლის 29 თებერვლის N23 ბრძანებითდამტკიცებულნუსხაშიდათანახმაა, მომსახურებისგაწევისმიზნითექსპედიტორმა კომპანიამ მისიპერსონალურიმონაცემებიგადასცესასეთსახელმწიფოს საჭიროების შემთხვევაში.
შემკვეთიუფლებამოსილია მოითხოვოს, ხოლო ექსპედიტორი კომპანია ვალდებულია შემკვეთს გააცნოს და მიაწოდოს უსასყიდლოდ ან გონივრული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაცია და ამ მონაცემების ასლები, გაასწოროს, განაახლოსან/და შეავსოს მონაცემები თუ ისინი მცდარია, არასრულია და არაზუსტია, შემკვეთის მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან/და წაიშალოს ან გაანადგუროს მონაცემები ან შემკვეთს აცნობოს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განემარტოს უარის გასაჩივრების წესი, დაბლოკოს ან გადაიტანოს მონაცემები.
შემკვეთს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, იმავე ფორმით, რომლითაც თანხმობა განაცხადა, ან ნებისმიერი სხვა მკაფიოდ გამოხატული ფორმით, გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, შემკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, ექსპედიტორი კომპანიის მიერ მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს ან/და დამუშავებული მონაცემები წაიშალოს ან განადგურდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
შემკვეთს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ყოველგვარისაფასურისანშეზღუდვისგარეშე, მოითხოვოსპირდაპირიმარკეტინგისმიზნითმონაცემთადამუშავებისშეწყვეტაიმავეფორმით, რომლითაცპირდაპირიმარკეტინგიხორციელდებაანნებისმიერისხვამკაფიოდგამოხატულიფორმით. ამშემთხვევაში, შემკვეთისმოთხოვნისშესაბამისად, პირდაპირიმარკეტინგისმიზნითმონაცემთადამუშავებაუნდა შეწყდეს მოთხოვნისმიღებიდანგონივრულვადაში, მაგრამარაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაოდღისა.
საამანათე გზავნილები საქართველოდან
საქართველოდან გასაგზავნი საამანათე გზავნილი შეფუთული უნდა იყოს იმაზე გათვლით, რომ არ მოხდეს მისი შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს და პასუხობდესსაერთაშორისოსტანდარტებს. აღნიშნული წარმოადგენს შემკვეთის ვალდებულებას და პასუხისმგებლობას.
თუ საამანათე გზავნილის შიგთავსი მსხვრევადი ნივთია მისი შეფუთვა უნდა შეიცავდეს სათანადო აღნიშვნას.
საამანათე გზავნილის გაგზავნა მოხდება საქართველოდან მხოლოდ მას შემდეგ რაც სრულად იქნება დაფარული ტრანსპორტირების ღირებულება.
საქართველოდან გაგზავნილი ამანათი ითვლება მისამართამდე მიტანილად თუკი საერთაშორისო ტრენიგ კოდის მიხედვით, მას აქვს შესაბამისი სტატუსი.
საქართველოდან გაგზავნილი საამანათე გზავნილი დაკარგულად ითვლება, თუკი საკურიერო სერვისი, კურიერზე ამანათის გადაცემის დღიდან, აშშ-ში და ევროპაში გაგზავნილი ამანათებისათვის ერთი თვის მანძილზე არ განაახლებს ამანათის სტატუსს, შემკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე მიტანის თაობაზე, ხოლო მსოფლიოს სხვა დანარჩენი ქვეყნების შემთხვევაში - 2 თვის მანძილზე. ამასთან, დაკარგულად არ ითვლება ამანათი, თუკი შემკვეთის მიერ მითითებულია არაზუსტი მისამართი, დაბრუნდა უკან ან კურიერის ტრეკინგით დაფიქსირებულია, რომ მივიდა მისამართზე.
ექსპედიტორი კომპანიის დამატებითი მომსახურებები
საამანათე გზავნილის გაყოფა
შემკვეთი უფლებამოსილია ისარგებლოს ექსპედიტორი კომპანიისვებ-გვერდზესაამანათე გზავნილის გაყოფის სერვისით შესაბამისი მომსახურების გააქტიურების გზით.
გაყოფისსერვისიგულისხმობსსაამანათე გზავნილის შემადგენელი ნივთებისცალ-ცალკეგზავნილებადგაფორმებას (დაყოფახდებაშემკვეთის მითითებისმიხედვით).
საამანათე გზავნილის გაყოფის მომსახურების საფასურიშეადგენს 2,90 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) თითოეულ საამანათე გზავნილის გაყოფაზე.
საბაჟო კონტროლის სერვისი
შემკვეთი უფლებამოსილია ისარგებლოს ექსპედიტორი კომპანიისვებ-გვერდზესაამანათე გზავნილისსაბაჟოკონტროლისსერვისით შესაბამისი მომსახურების გააქტიურების გზით.
საბაჟო კონტროლის სერვისი მოიცავს შემკვეთის საამანათე გზავნილებისგადანაწილებას სხვადასხვა რეისზე.
საამანათე გზავნილების გარანტირების სერვისი
შემკვეთი უფლებამოსილია ისარგებლოს ექსპედიტორი კომპანიისვებ-გვერდზესაამანათე გზავნილის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების გარანტირების სერვისით, შესაბამისი მომსახურების გააქტიურების გზით.
საქართველოში გამოგზავნილიამანათებისშემთხვევაში, იმ საამანათე გზავნილების შემთხვევაში, რომელთა ღირებულება ტოლია ან არ აღემატება 300 აშშ დოლარს, მომსახურების საფასური შეადგენს 1.90 ლარს, ხოლო იმ საამანათე გზავნილების შემთხვევაში, რომელთა ღირებულება აღემატება 300 აშშ დოლარს მომსახურების საფასური შეადგენს სხვაობის 2.99 % (მაგალითისთვის: თუ ნივთის ღირებულებაა 1000 აშშ დოლარი, ამ შემთხვევაში გზავნილის ღირებულებიდან 700 აშშ დოლარის 2.99%-ს დაემატება 1.9 ლარი);
საქართველოდან გაგზავნილი საამანათე გზავნილების შემთხვევაში, მომსახურების საფასური შეადგენს შემკვეთის მიერ დეკლარაციაში მითითებული საამანათე გზავნილის ღირებულების 2.5%.
მომსახურების გააქტიურების შემთხვევაში შემკვეთი უფლებამოსილია მიიღოს, ხოლო ექსპედიტორი ვალდებულია შემკვეთისთვის მიყენებული ზიანი ნაცვლად, ჩვეულებრივ 60 კალენდარული დღისა ზიანი აანაზღაუროს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
დამატებითი შეფუთვა
ექსპედიტორი კომპანიისვებ-გვერდზე შესაბამისი მომსახურების გააქტიურების გზით შემკვეთი უფლებამოსილია ისარგებლოს საამანათე გზავნილის დამატებითი შეფუთვის სერვისით, რომელიც გულისხმობს ექსპედიტორი კომპანიის საერთაშორისო გაცვლით პუნქტში მიღებულ საამანათე გზავნილების დამატებით შეფუთვას, რათა შემცირებული იქნეს მისი დაზიანების რისკები. აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს თითოეულ საამანათე გზავნილზე 4.5 (ოთხი დოლარი და ორმოცდა ათი ცენტი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რომელიც თავის მხრივ დაანგარიშდება 3.3 პუნქტით გათვალისწინებული პრინციპით და გადაიხდებახელშეკრულების 3.5 პუნქტის შესაბამისად;
გამოსყიდვის (შესყიდვის) სერვისი
ექსპედიტორი კომპანიისვებ-გვერდზე შესაბამისი მომსახურების გააქტიურების გზით შემკვეთი უფლებამოსილია ისარგებლოს შესყიდვის სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის დავალებას ექსპედიტრომა კომპანიამ მოახდინოს სასურველი ნივთის აშშ-ში მოქმედი ონლაინ მაღაზიებში შეძენა, მის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის შევსების შემდგომ. აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს თითოეულ შეძენილ ნივთზე მისი ღირებულების 12%.
დასკვნითი დებულებები
ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც განთავსებულია ექსპედიტორი კომპანიის ვებ–გვერდზე წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება ექსპედიტორ კომპანიასა და შემკვეთს შორის დადებულ შეთანხმებად. აღნიშნული პირობები, მათ შორის, წინამდებარე ხელშეკრულება/სტანდარტული პირობები ან მასში ცვლილებები შემკვეთისთვის ითვლება შეთანხმებულად ექსპედიტორი კომპანიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნების ან შემკვეთის მიერ ექსპედიტორი კომპანიის სერვისით სარგებლობის მომენტიდან.
შემკვეთის მიერ ექსპედიტორი კომპანიის მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია შემკვეთის გვერდზე/პირად გვერდზე, ასევე რეგისტრაციისას მიღებულ ელექტრონულ წერილში.
ექსპედიტორი კომპანია უფლებამოსილია მოახდინოს შემკვეთთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა ექსპედიტორმა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით შემკვეთთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში. აღნიშნული ინფორმაციის შენახვასა და დამუშავებაზე შემკვეთი აცხადებს თანხმობას.
შემკვეთი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ ექსპედიტორი კომპანიის მომსახურების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საბანკო ქვითარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც საამანათე გზავნილთან არის დაკავშირებული) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება შემკვეთს.
მხარეებს შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება მას შეიძლება მიეწოდოს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, პირად გვერდზე ან გაეგზავნოს კურიერის (მათ შორის, საერთაშორისო კურიერის) ან საფოსტო გზავნილის (მათ შორის, დაზღვეული წერილის) საშუალებით. ასეთი გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება ითვლება ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად.
შემკვეთის პირადი გვერდი რომელზეც არცერთი ამანათი არ ფიქსირდება ჩაითვლება არა-აქტიურად და ექსპედიტორი კომპანია უფლებამოსილია რეგისტრაციიდან 3 (სამი) თვის შემდეგ ცალმხრივად გააუქმოს რეგისტრაცია.
ექსპედიტორი კომპანია უფლებას იტოვებს შემკვეთის ელ-ფოსტაზე და პირად გვერდზე ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების/სტანდარტული პირობები/ხელშეკრულების პირობები ან შეუწყვიტოს შემკვეთს მომსახურების მიწოდება. ამასთან ხელშეკრულებაშიექსპედიტორი კომპანიის მიერ ცალმხრივად შეტანილი ყველა და ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
თუ ხელშეკრულების რომელიმე დებულება ბათილია ან მომავალში გახდება ბათილი, აღნიშნული არ გამოიწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას. ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები განაგრძობენ მოქმედებას ბათილი დებულების გარეშე.
ხელშეკრულების ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის, ხელშეკრულების არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკებით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოს სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის შემკვეთის ვებ-გვერდზე რეგისტრაციისთანავე და/ან ექსპედიტორი კომპანიის მომსახურების სარგებლობისთანავე.